Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის № 55/01-01   22/04/2021 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N7) „ფაკულტეტის        სტუდენტთაგან        (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ საფუძველზე

ვბრძანებ

1. 2020-2021   სასწავლო  წლის  შემოდგომის         სემესტრის  საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით (№ 55/01-01   22/04/2021)  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისთვის გამოყოფილი  თანხა (42 315 ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისთვის;

2.      საუნივერსიტეტო  დაფინანსებისთვის  კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სოციალურ  და პოლიტიკურ  მეცნიერებათა   ფაკულტეტის  სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა)  საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესის შესაბამისად (იხ. დანართი);

3.  დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა   განახორციელოს   საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) სალომე დუნდუა – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) თეონა მატარაძე – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) მედეა უშარაული – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი  სპეციალისტი

კომისიის მდივანი;

დ) ელენე გელაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;

 ე) გიორგი გოგსაძე – პროფესორი;

 ვ) იაგო კაჭკაჭიშვილი – პროფესორი;

ზ) თეა ვახანია - ფინანსური კონსულტანტი.

4.   დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტისა  და  სხვა  ტიპის გრანტით სრული დაფინანსების მქონე და დამატებითი სემესტრის სტუდენტს;

5.  დაფინანსებისთვის სტუდენტთა საბუთები  მიიღება ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: social@tsu.ge

6. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა (მაგისტრატურის განყოფილება) უზრუნველყოს       დაინტერესებულ   პირთათვის   ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.

7.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.